"კერძოა" - "ოცნების" თავისმართლება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რუსი ბიზნესმენების შეყვანაზე
რუსთავის ფოლადის ქარხნის რუსი ბიზნესმენისთვის გადაბარება "ქართული ოცნებისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს. ოლიგარქის პარტიაში ამბობენ, რომ ის კერძო ბიზნესია და მათ საქმიანობაში არ ერევიან.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ არაფერი იციან, არც პუტინის ახლო გარემოცვის წევრ დმიტრი პუმპიანსკზე და არც მის ბიზნესპარტნიორებზე, ვის ხელშიც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული საწარმო გადავიდა.
მეტალურგია კერძოა. მე ვარ საჯაროს წარმომადგენელი, კერძოა - ჯანდაბა, ვისაც უნდა, იმან ჩადოს ფული. მე რა ვიცი, რას მეუბნები, კერძო სექტორში, ფოლადში დანიშნეს ვიღაცო, რა ვიცი,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.
გვარებს, რაც შეეხება, მე არ ვიცნობ, თუმცა ერთი ვიცი, რომ რუსეთის ოლიგარქების ტუ სანქცირებულების მეგობრებად ბევრი გამოგიცხადებიათ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რეალობას არ ემთხვევა თქვენი განცხადებები. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმიანობა არის, ალბათ, გასაანალიზებელი, ეგ ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების გვერდით, ვინ მართავს, მაგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ რუსების ინტერესი ქართულ მეტალურგიაში მხოლოდ სანქციებისთვის თავის არიდებაა.
რუსებს რა უნდათ საქართველოს მეტალურგიაში და უნდათ სანქციებისგან თავის არიდება და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტად გაიჟღენთოს რუსული კაპიტალით, რუსული მენეჯმენტით, ჩინური მენეჯმენტით და ზოგადად, კორუმპირებული რუსული ნომენკლატურით საქართველოს ბიზნესი, განსაკუთრებით მრეწველობა, რაც პირდაპირ არის რუსული სტრატეგიული ინტერესების გატარება საქართველოში,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მესაკუთრე დღეს შეიძლება უკვე შეცვლილია და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ოფშორებშია რეგისტრირებული მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები, არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეიძლება რუსეთის ინტერესები იყოს ამ საწარმოებში წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. თურმე, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ტოვებენ რუსეთის ორბიტაზე, ჩვენს ეკონომიკაშიც რუსეთის ოლიგარქატის ინვესტიციები გაზრდილია. როგორ მოქმედებდა ყოველთვის რუსეთის ხელისუფლება ჩვენზე ნეგატიურად, ეს ყველას კარგად გვახსოვს, გვახსოვს დაწყებული 90-იანებიდან, გაგრძელებული გაზის რიგებით, გაგრძელებული ღვინის ემბარგოთი და გაგრძელებული სამგზავრო თვითმფრინავებით ჩვენი მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევებით,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ვფიქრობ, რომ ეს დანიშვნა გასაკვირი საერთოდ არ არის იმ ფონზე, როდესაც რუსებს ჩაბარდა მთელი ქვეყანა, რუსებს ჩაბარდა არათუ რუსთავში გარკვეული საწარმო, არამედ კანცელარია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტი, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 26 ოქტომბერს რუსების ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
რუსული კვალი ქართულ მეტალურგიაში - რუსთავის ფოლადის ქარხანა პუტინის ახლო მეგობრის და სანქცირებული ბიზნესმენის, დიმიტრი კუპიანსკის პარტნიორებს ჩააბარეს. ახალი მენეჯმენტი, რომელიც საწარმოში შევიდა, აქამდე "გაზპრომის" დაკვეთებს ასრულებდა. მათი საწამო კი სანქცირებულია ყველგან - ევროკავშირში, ბრიტანეთში და შტატებშიც.