რუსთავის ფოლადის ქარხანა პუტინის ახლო მეგობრის, სანქცირებული ბიზნესმენის, დიმიტრი კუპიანსკის პარტნიორებს ჩააბარეს
რუსული კვალი ქართულ მეტალურგიაში - რუსთავის ფოლადის ქარხანა პუტინის ახლო მეგობრის და სანქცირებული ბიზნესმენის, დიმიტრი კუპიანსკის პარტნიორებს ჩააბარეს. ახალი მენეჯმენტი, რომელიც საწარმოში შევიდა, აქამდე "გაზპრომის" დაკვეთებს ასრულებდა. მათი საწამო კი სანქცირებულია ყველგან - ევროკავშირში, ბრიტანეთში და შტატებშიც.
ქართულ მეტალურგიაში რუსების ინტერესები სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ გამოიკვლია. აბესაძეს ეს გარეოება უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, რუსებმა რუსთავის საწარმო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ.
დღეს ქართულ მეტალურგიულ წარმოებას მართავენ ადამიანები, რომლებიც ერთი წლის უკან მართავდნენ უმსხვილეს მეტალურგიულ წარმოებას რუსეთში, რომელიც სრულად დასანქცირებულია ევროკავშირის მიერ და მართავდნენ კომპანიას,რ ომელიც მათი მმართველობის პერიოდში დასანქცირდა დიდი ბრიტანეთის მიერ და თებერვალში დასანქცირდა აშშ- მიერ და რა თქმა უნდა, ძალიან საჭვოა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობის რუსული ოლიგარქის საწარმოდან მენეჯმენტის გადმოსვლა რუსთავის მეტალირგიულ ქარხანაში , რაც ბადებს ძალიან მნიშვნელვან შეკიტხვებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. პირველი, ვისია რუსთავის მეტალურგიული კომპანია და ხომ არ გაიყიდა ის რუსებზე, მათ შორის, დიმიტრი პუპიანსკის და მის „დმკ“ ჯგუფზე და მეორე, თუკი ეს ასეა, ხომ არ ხდება რუსთაის მეტალურგიული ქარხნის გამოყენება სანქცირებული რუსული მეტალურგიის და კომპანია დმკ-ის მიერ სანქციების თვის გვერდის ასავლელად, - განაცხადა აბესაძემ.