"ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა - ანა ნაცვლიშვილი

10.07.24 13:29
"ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესი  გაყინა - ანა ნაცვლიშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროინტეგრაციის განზრახ გაყინვაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებები საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მიზანმიმართულად მოქცევას ემსახურება. 

ნაცვლიშვილი ერთადერთ გამოსავლად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, საქართველო ევროპულ რელსებს კვლავ დაუბრუნდება. 

რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისკენ გადადგმული ძალიან მძიმე ნაბიჯები "ქართული ოცნების" მიერ. ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე, არ იცავს ინტერესებს და არ იცავს საქართველოს ევროპულ გზას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააკეთა ყველაფერი, რომ დამდგარიყო შედეგი და შედეგი არის ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი "ოცნებამ" გაყინა. მთავარი მომენტი, როდესაც ქართველ ხალხს ექნება შესაძლებლობა, გაჩერებული, განზრახ დატორმუზებული პროცესი გააგრძელოს და მიიყვანოს წარმატებამდე, ეს გზა გადის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაზე", - ამბობს ნაცვლიშვილი. 

აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები