თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყნის დესუვერენიზაციის საფრთხე გვემუქრება - ჯაფარიძე
"ერთიანობის" ლიდერი გია ჯაფარიძე ფიქრობს, რომ გერმანიის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების დაანონსება პასუხია იმ პოლიტიკის, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს.
გია ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა საქართველოს სუვერენიტეტს დააკარგვინებს.
არცერთი ელჩი არცერთ ქვეყანაში არასდროს განცხადებას არ აკეთებ ისე, რომ ეს განცხადება არ იყოს შეთანხმებული დედაქალაქთან. გერმანიის ელჩის განცხადება აუცილებლად იქნება შეთანხმებული ბერლინთან. პირველი რეაქციები ჩვენ ვნახეთ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამას აუცილებლად მოყვებოდა გაგრძელება და ამ გაგრძელებას ჩვენ ვხედავთ უკვე სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილებების სახით. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ჩვენ გვემუქრება საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის", - ამბობს ჯაფარიძე.
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.
გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.