ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არჩევნებზე და საქართველოს მომდევნო მთავრობაზე - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი
დაუბრუნდება თუ არა საქართველო ევროპულ რელსებს? - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მაიკლ ვორლანდერი პირდაპირ აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მომავალ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველო "ისტორიის კრიტიკულ მომენტში" იმყოფება, ამიტომ მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების გადასაწყვეტია, მოექცევიან საერთაშორისო იზოლაციაში, თუ გახდებიან ევროპული ოჯახის წევრები.
მაიკლ ვორლანდერი იქვე განმარტავს, რომ გერმანიის მიერ საქართველოსთვის დასაწესებელი სანქციების დაანონსება სწორედ "ქართული ოცნების" ნაბიჯებმა განაპირობა.
საქართველო იმყოფება ისტორიის კრიტიკულ მომენტში. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რადგან მიღებული კანონი არ არის თანხვედრაში ევროკავშირის კრიტერიუმებთან. კარი ღია რჩება და ქართველმა ხალხმა და მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მომდევნო მთავრობაზე და არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მოქალაქეების უმეტესობის მოწოდებები", - ამბობს მაიკლ ვორლანდერი.
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს.
გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.