ვაგენერი რუსულ კანონზე: თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა

10.07.24 15:44
 ვაგენერი რუსულ კანონზე:  თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა

დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს? - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რობინ ვაგენერი ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმწვავეს გზავნილებს აჟღერებს. 

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი ღიად აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსული კანონი ძალაში იქნება, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი სრულად დაიხურება.

ევროპელი კოლეგა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს და დასძენს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი და "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული რიტორიკა  ევროპულ ღირებულებებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.

მე პირადად ვიყავი მხარდამჭერი იმისა, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას, ეს სტატუსი მიანიჭეს საქართველოს იმის გათვალისწინებით, რომ გატარებულიყო რეფორმები, უზრუნველყოფილიყო ურთიერთობები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დავინახეთ რეგრესი. ძალიან შეწუხებული ვარ იმიტომ, რომ კანონი იქნა მიღებული უპრეცედენტო პროტესტების ფონზე.

ეს კანონი ეწინააღმდეგა ევროკავშირის ფასეულობებს და ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში უნდა, ის სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. მიუღებელია ორგანიზაციებს მიეკრას ეტიკეტი, თითქოს, ისინი მუშაობენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

ეს არარის ერთადერთი პრობლემა. კანონი საარჩევნო კანონმდებლობის ესეც პრობლემურია, ასევე ლგბტ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. ასევე რიტორიკა, წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიები, ეს რიტორიკა თან მიმართულია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ევროგაერთიანებას მხარს უჭერს, საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს რიტორიკა გამოიყენებოდეს პარტნიორებისა და მოსახლეობისთვის.

საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა უნდა, როცა უკრაინა და მოლდოვა იწყებს მოლაპარაკებებს, საქართველომ გადაწყვიტა ამ დროს განზე გადგომა. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა", - ამბობს რობინ ვაგენერი.

აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.