გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩეველი ხმას მათ მისცემს
გახარიას პარტიაში ფიქრობენ რომ "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩეველი ხმას მათ მისცემს. ამის შესახებ "პირველებთან" მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა.
ოპოზიცის წევრის თქმით, ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის მათი პარტიის კარი ღიაა და ამ მიმართულებით ბევრი სიახლეც იქნება.
ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის ჩვენი კარი ღიაა და მე იმედიც მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით უფრო არჩევნებთან ახლოს. ჩვენ არავის არაფერი რსა მიგვაქვს, ეს ხმები „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნის, მაგათთის არ დაუტოვებია არავის არც მემკვიდრეობით და არც უჩუქებიათ. ეს არის ჩვენი მოქალაქეები ხმები, რომლებზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ის, რომ ამ ადამაინებმა ნდობა გამოგვიცხადონ და მხარი დაგვიჭირონ, რა თქმა უნდა, ამისთვის ვმუშაობთ. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკაში რამეს აკეთებდე? მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი , ვინც, ვთქვათ, 2020 წელს ხმა მისცა „ოცნებას“ , ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ხმას მოგვცემს ჩვენ , - ამბობს მიხეილდ დაუშვილი.
გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური პარტია? ეკა ბესელია ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის განმარტებით, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას სწორედ ამ პარტიას აძლევდნენ, ახლა მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ და ეს გიორგი გახარიას პარტიაა, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ბესელია აპირებს ის ხალხი შემოიკრიბოს, ვინც "ოცნების" მართვის სტილის მომხრეა, თუმცა პრორუსულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.