"ამიტომაც ვიყავი მისი ადვოკატი" - გაბუნია ამტკიცებს, რომ კალაძის მიერ მედიის წინააღმდეგ დაწყებული დავა "სამართლიანი" იყო

11.07.24 12:56
"ამიტომაც ვიყავი მისი ადვოკატი" - გაბუნია ამტკიცებს, რომ კალაძის მიერ მედიის წინააღმდეგ დაწყებული დავა "სამართლიანი" იყო

ადვოკატს, რომელიც კახა კალაძის უფლებებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ დავაში იცავდა, განმარტებების გაკეთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზეც მოუწია. 

"ადვოკატის ეთიკა მე მავალდებულებს, თუ მე არა მაქვს ინტერესთა კონფლიქტი, დავიცვა ნებისმიერი პირი" - თქვა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ დიმიტრი გაბუნიამ. 

გაბუნია დღეს კომისიის წევრებს უმტკიცებდა, რომ დედაქალაქის მერის მოთხოვნა "სამართლიანი იყო მოთხოვნა და ამიტომაც იყო მისი ადვოკატი"

ჩემი არჩევანია ბუნებრივია, მე მოვკიდებ თუ არა ხელს ამ საქმეს. ვთვლიდი და ვთვლი, რომ კახა კალაძე ამ შემთხვევაში როგორც ფიზიკური პირი და არა ქალაქის მერი, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეში იყო მართალი და ვთვლიდი, რომ სამართლიანი იყო მისი მოთხოვნა და ამიტომაც ვიყავი მისი ადვოკატი. ცხოვრებაში არ მქონია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე ვიღებდი და ვიღებ საქმეებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩემ მორალურ პრინციპებთან...  " ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაბუნიამ გასუბრებაზე მას „მონსტრი“ უწოდა და თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ, კრიტიკულ საქმეებს განსახილველად მისთვის სასურველ მოსამართლეებს აწერს.

ასევე ნახეთ: 

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა. 

 კომისია გასაუბრებას გამართავს:

  • გიორგი ბურჯანაძესთან,
  • დიმიტრი გაბუნიასთან,
  • მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
  • კახა წიქარიშვილთან
  • თამარ ალფაიძესთან.