ჩიქოვანი თვლის, რომ "ოცნების" სანქცირების კანონპროექტი მხოლოდ პროექტია და მის ძალაში შესვლას დრო დასჭირდება

11.07.24 13:27
ჩიქოვანი თვლის, რომ "ოცნების" სანქცირების კანონპროექტი მხოლოდ პროექტია და მის ძალაში შესვლას დრო დასჭირდება

თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ  "ოცნების" სანქცირების კანონპროექტი მხოლოდ პროექტია და მის ძალაში შესვლას დიდი დრო დასჭირდება. ირაკლი ჩიქოვანისთის გაუგებარია, რატომ ჩაიწერა MEGOBARI აქტის კანონპროექტში პუნქტი არჩევნების ჩატარების შესახებ, რადგან ირწუნება, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში  ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის ხარისხის მაღალ სტანდრტებს აკმაყოფილებს. 

ეს არის MEGOBARI აქტის პროექტი. ვიდრე ეს აქტი შედგება უშუალოდ, როგორც აქტი და იქნება, როგორც საკანონმდებლო ნორმა, ამას კიდევ გარკვეული პროცედურები სჭირდება მთლიანად წარმომადგენელთა პალატაში და ასევე სენატში, ამიტომ დაველოდოთ და შემდეგ მივიღოთ შეფასებები. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ექნება ობიექტური შეფასების შესაძლებლობა იმ პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნებს, მე არ მახსენდება არჩევნები, რომელ არჩევნებზეც საერთაშორისო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოლოდინი არ იყოს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაღალი  დემოკრატიული სტანდარტით. ყოველ ჯერზე ეს სტანდარტი იქნა მიღწეული, ყოველ ჯერზე ეს სტანდარტი იქნა უზრუნველყოფილი და აქედან გამომდინარე მე საფრთხეებს ვერ ვხედავ", - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. 

არჩევნებზე საქართველოს მომავალი გადაწყდება, MEGOBARI აქტი კანონად არჩევნებამდე უნდა იქცეს -  ასეთი გზავნილი აქვს MEGOBARI აქტის ავტორს ქართველებისთვის.

ასევე ნახეთ: