MEGOBARI აქტი ნაკლებად მეგობრულია - ნინო წილოსანი

11.07.24 13:40
MEGOBARI აქტი ნაკლებად მეგობრულია - ნინო წილოსანი

"ოცნების" წევრი ნინო წილოსანი MEGOBARI აქტს ნაკლებად მეგობრულს უწოდებს და პარტნიორებთან რჩევა აქვს, რომ საქართველოს მიმართ უფრო მეგობრულები იყვნენ.

რაც შეეხება არჩევნებს, წილოსანი ამტკიცებს, რომ წინა არჩევნები სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, ხოლო 2024 წლის არჩევნებზე უფრო მაღალ სტანდარტს აანონსებს.

MEGOBARI აქტი, რომელიც თავის შინაარსით პოზიტიური უნდა იყოს, ნაკლებად მეგობრულს წარმოადგენს, ვიდრე მას სურს, რომ ეს პიარულად წარმოაჩინოს. რამდენიმე ათასი კილომეტირთ დაშორების პირობებში, გარკვეული დასკვნების და გადაწყვეტილებების მიღება არ იქნებოდა სწორი. ეს ადამიანები საქმის კურსში არიან, თუნდაც წინა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც აღიარებული იყო, როგორც სამართლიანი და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულად. ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის. ვურჩევდი ნებისმიერ მათგანს, რომ წინასწარი ნეგატიური განწყობების შექმნას, უფრო მეგობრული ყოფილიყვნენ საქართველოს მიმართ", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

არჩევნებზე საქართველოს მომავალი გადაწყდება, MEGOBARI აქტი კანონად არჩევნებამდე უნდა იქცეს -  ასეთი გზავნილი აქვს MEGOBARI აქტის ავტორს ქართველებისთვის.

ასევე ნახეთ: