MEGOBARI აქტის მიღება არჩევნებამდე საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნოს - აქუბარდია
MEGOBARI აქტის მიღება არჩევნებამდე საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ქართველმა ხალხმა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნოს - ამის შესახებ ოპოიზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, MEGOBARI აქტით, ის შეთავაზება, რაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, უარი თქვეს, ახლა შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელშია, რომ ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს პროდასავლურ ოპოზიციას და ამით მეტი დახმარება მიიღოს სტატებიდან.
MEGOBARI აქტის მიღება არჩევნებამდე არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიის და ევროატლანტიკურ გზაზე, იმიტომ, რომ MEGOBARI აქტით ის შეთავაზება, რაც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, რომ რუსული კანონის არმიღებით საქართველოს აეწყო უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებთან, ჯარს მეტი დახმარება მიეღო და ეკონომიკა გაძლიერებულიყო, ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ახლა არის შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება პროდასავლური ოპოზიციისთვის, სწორედ ამ შანსებს აძლევს ქართველ ხალხს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
არჩევნებზე საქართველოს მომავალი გადაწყდება, MEGOBARI აქტი კანონად არჩევნებამდე უნდა იქცეს - ასეთი გზავნილი აქვს MEGOBARI აქტის ავტორს ქართველებისთვის.
ასევე ნახეთ: