ნინო წილოსანს მონა ეძახეს (ვიდეო)
რუსული კანონის მხარდამჭერ ნინო წილოსანს მონა ეძახეს. "ქართული ოცნების" დეპუტატს მონა იმ დროს ეძახეს, როდესაც ის აშშ-ის მაღალჩინოსანთან შესახვედრად ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა.
ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება, ბიძინას მონობა თქვენთვის სასიამოვნოა. თქვენ ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება და თავისუფალი ადამიანებისთვის ეს ტრაგედიაა. ბიძინას მონობისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ტრაგედია. თქვენ აუცილებლად ოქტომბერში ხალხი გაგცემთ პასუხს,“ - მიმართავს მოქალაქე წილოსანს.
წილოსანმა მას "ბოროტი აზრების მონა" უწოდა.
წილოსანთან ერთად იმყოფებოდა რუსული კანონის კიდევ ერთი მხარდამჭერი დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელსაც მასონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეახსენეს.
ინციდენტს დაორგანიზებულს უწოდებს "ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი.
ინციდენტი დააორგანიზეს და ინციდენტი იყო ორგანიზებული, ასეთი ინციდენტები პირველი არ არის... შეგიძლიათ გამოიძიოთ, გამოიკვლიოთ,“ - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.