"როგორ არიან მასონები?" - მოქალაქე მარიამ ლაშხს

11.07.24 17:03
"როგორ არიან მასონები?" - მოქალაქე მარიამ ლაშხს

"როგორ არიან მასონები?" - ამ სიტყვებით მიმართა მოქალაქემ მარიამ ლაშხს, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკელ მაღალჩინოსანთან იყო მისული შესახვედრად დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად.

მარიამ ლაშხს მასონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იმ დროს შეახსენეს, როდესაც ნინო წილოსანს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი რუსული კანონის მავნებლობაზე ესაუბრებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე The News Agents-ზე გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც მისი თქმით, "მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ". 

ვინ არის ის მასონური ორგანიზაცია, რომელიც გლობალური ომის პარტიას მართავს? - ამ კითხვით "პირველებმა" "მარიამ ლაშხს მიმართა. "ოცნების" დეპუტატს განმარტებების გაკეთება გაუჭირდა.