რუსეთმა იულია ნავალნაია "ტერორისტებისა" და "ექსტრემისტების" რეესტრში შეიყვანა
რუსეთმა იულია ნავალნაია "ტერორისტებისა" და "ექსტრემისტების" რეესტრში შეიყვანა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Rosfinmonitoring-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსულ ბანკებში სრულად დაიბლოკება ნავალნაიას ანგარიშები.
მანამდე კი, ალექსეი ნავალნის მეუღლეს იულია ნავალნაიას მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა", სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა დააკმაყოფილა და იულია ნავალნაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.