ბლინკენის მოადგილე ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ არცერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე ბლინკენის მოადგილე არჩევნებთან დაკავშირებით შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიებზე ისაუბრეს.