მოხარული ვარ, რომ შევხვდი გაბედულ ქართველ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - უზრა ზეია

12.07.24 18:48
მოხარული ვარ, რომ შევხვდი გაბედულ ქართველ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - უზრა ზეია

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი გაბედულ ქართველ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ქართული დემოკრატიის განმტკიცებაზე," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ავრცელებს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას ეხმაურება.

შეხვედრაზე, სადაც საუბრის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო, უზრა ზეია წერს, რომ სწორედ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თამაშობენ შეუცვლელ როლს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ადგილობრივი დამკვირვებლები ასრულებენ სანდო და შეუცვლელ როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად," - წერს უზრა ზეია.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა ბლინკენის მოადგილესა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

მსგავსი სიახლეები