"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით" - სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირველი განცხადება

12.07.24 21:00
"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით" - სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირველი განცხადება

 

 

შეშფოთებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უზრა ზეიამ ის გზავნილები გააჟღერა, რომელიც ამერიკიდან ჩამოიტანა. 

მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ამასთან, ზეიამ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

მე აქ ვიმყოფები განსაკუთრებით რთულ დროს, საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით და 32 წლის გათვალისწინებით საქართველო-ამერიკის პარტნიორობის. მე შევხვდი პრემიერს. ორ-დღიანი დისკუსიები მქონდა მანამდე პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ მათ გადავეცით ამერიკის გზავნილები. პირველი, ძალზედ შეშფოთებულია აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რასაც მმართველი პარტიიდან ზოგიერთი აჟღერებს, რაც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, გზას და ასევე აზიანებს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ასევე, უცხოური ზეგავლენის კანონი, ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მასმედიას. აშშ-მა გაყინა საქართველოსთვის დახმარება და ასევე არ ხდება ინტეგრაცია ევროკავშირში. მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს", - ამბობს ზეია.

უზრა ზეიამ ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ აშშ-ს კონკურენტული, თავისუფალი პოლიტიკური პროცესის ნახვა სურს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

ჩემი მეორე გზავნილი გახლავთ, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს. კარგად იცის საქართველომ 16 წლის განმავლობაში, რომ უკანონოდ ახდენს რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და 2008 წლის 6-პუნქტიან ხელშეკრულებას არ ასრულებს. მე შევხვდი მამაც ქართველ ქალებს, რომლებიც დევნილებად იქცნენ ამ აგრესიის შედეგად. მოვისმინე მათი ისტორიები ამ ტანჯვის. ჩვენ ვათვიცნობიერებთ ჰუმანიტარულ საჭიროებებს ასობით დევნილის თვალსაზრისით. 

შემდეგი გზავნილი გახლავთ, რომ 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო აშშ საქართველოსი. რაც შეეხება თავისუფალი, დემოკრატიულ არჩევნებს. მოგახსენებთ, რომ აშშ მხარს არ უჭერს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორის საპირწონედ. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ, კონკურენტული პოლიტიკური პროცესი. საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ამასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ თავისუფალი პროცესის შედეგად, ყოველგვარი დაშინების, ძალადობის გარეშე. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, - ამბობს ზეია.

ასევე ნახეთ:

მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის შესახებ - უზრა ზეია.

უზრა ზეია: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გადის რთულ პერიოდს.

მსგავსი სიახლეები