უზრა ზეია: ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გადის რთულ პერიოდს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობა დაძაბულია - დასავლელი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრის დროს პირდაპირ აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობა "რთულ პერიოდს გადის".
უზრა ზეია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვენელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ საჭიროა, 26 ოქტომბერს სადამკვირვებლო მისიებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მიეცეს.
შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა გახლავთ უმნიშვნელოვანესი. საქართველოს გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ჩართულობის თვალსაზრისით, რომელიც პროცესის მთლიანობას უზრუნველყოფს. საბოლოოდ მინდა მოგახსენოთ, რომ ამერიკელებს და ქართველებს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულს ეფუძნება. ჩვენ ასობით ქართველ სტუდენტს ვაგზავნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად. 6 000 კურსდამთავრებული ქართველი გვყავს, რომლებიც ლიდერები არიან საკუთარ თემებში და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მე ფლექსის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულსა და ასევე მშვიდობის კორპუსის მოხალისეს შევხვდი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს პროგრესისა და აყვავების მიღწევაში. ჩვენი ადამიანური კონტაქტები არის ძალიან მჭიდრო და გაურღვეველი. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გადის რთულ პერიოდს", - ამბობს ზეია.
ასევე ნახეთ: