"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქამდე მიეყვანა ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ბადრი ჯაფარიძე
კიდევ ერთი გზავნილი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზე ბაიდენის ადმინისტრაციიდან - "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარაიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა აქამდე მიეყვანა.
"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქამდე მიეყვანა ჩვენი ურთიერთობა იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გარანტორები იყვნენ. ყველა დონეზე კომუნიკაცია დღევანდელ ხელისუფლებასთან შეწყვეტილია და არის კრიტიკა, რომელიც ეფუძნება "ქართული ოცნების" მიერ ანტიეროვნულ ნაბიჯებს", - ამბობს ჯაფარიძე.
გაგრძელდება თუ არა ამერიკული პროგრამების შეჩერება რუსული კანონის გამო? "ქართულმა ოცნებამ" ახალი გაფრთხილება მიიღო. ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადახედვის რეჟიმზეა.