განათლების მინისტრი გამოვიდეს და თქვას, როგორ ტარდება რუსული სემინარები და რომელი მასწავლებლები ესწრებიან - კორძაია
სუს-ი ამ დრომდე არ ამბობს, აქვთ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ადამიანებს, ვინც შეკვეთილში რუსულ გაკვეთილებს ატარებენ. დუმილის რეჟიმზეა გადასული შინაგან საქმეთა სამინისტროც. ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან ახსნა-განამრტებებს ითხოვს.
დღევანდელი ხელისუფლება მარტო დასავლელი პარტნიორების განცხადებებისა და ქმედებებთან დაკავშირებით გამოხატავს აღშფოთებას და ყველაფერი, რაც რუსულ ეხება მათი მხრიდან მხარდაჭერილია ან დუმილით, ან ტექსტებით. მე ის მასწავლებლები მაინტერესებს, სახელები და გვარები, ვინც ამას ესწრება. აქ საკითხი მხოლოდ სუს-სს არ ეხება. განათლების მინისტრი გამოვიდეს და თქვას, როგორ ტარდება ეგ სემინარები, ტრენინგები და რომელი მასწავლებლები ესწრებიან, რადგან ეგ მასწავლებლები სკოლაში შესაშვები არ არიან", - ამბობს კორძაია.
პრიმაკოვის ორგანიზაციის დაფინასებით ჩამოსული ტრენერები ამ წუთებშიც, ქართველ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წვრთნიან. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ იქ იმყოფებიან საჯარო სკოლის თანამშრომლები, რაც დამატებით განმარტებებს საჭიროებს განათლების სამინისტროსგანაც. ასევე არსეობს ეჭვი, რომ ხვალ შეკვეთილში სერგეი ლავრობის უწყების თანამშორმლებიც ჩავლენ.