რუსული სემინარები შეკვეთილში - რა ვითარება დახვდა ადგილზე მისულ "პირველების" ჯგუფს
რუსული სემინარები შეკვეთილში - ადგილზე მისულმა "პირველების" ჯგუფმა გაარკვია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასტუმრო „მირაჟში“ რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სემინარები ტარდება.
ხან პუშკინია, ხან მაიაკოვსკი თემა. ქართველი მასწავლებლები არიან. ატარებენ სემინარს და წელს არა მხოლოდ, სხვა წლებშიც ასე იყო", - ეუბნება დამსვენებელი "პირველებს".
ადგილზე იყვნენ დამსვენებლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ისეთ ადგილზე ყოფნა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების სემინარები ტარდება, მიუღებელია.
რაც შეეხება სასტუმროს ადმინისტრაციას, მათ დასმულ კითხვებს არ უპასუხეს და "ტვ პირველის" ჯგუფს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის ამ საკითხზე სახელმწიფოს ყველა უწყება დუმს. დუმს განათლების სამინისტრო და რესურს ცენტრები.
მხოლოდ კახა კალაძემ გააკეთა ცოტა ხნის წინ კომენტარი მედიასთან და თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
ზოგადად, რა თქმა უნდა, ისეთი ორგანიზაციების მუშაობა და ფუნქციონირება, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს ცუდია რა თქმა უნდა და დაუშვებელია, თუმცა, საკითხს არ ვიცნობ. საჭიროებს შესწავლას", - ამბობს კალაძე.
ის, რომ შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან, ამის შესახებ ინფორმაცია თვდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
ორგანიზაცია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა.
- სემინარის დღის წესრიგში მითითებულია, რომ ღონისძიების ბოლოს – გალა საღამოზე, რომელიც 14 ივლისს უნდა გაიმართოს, გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს, სადაც იქნებიან ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.