"უსაფრთხოების მარცხი" - რას ყვებიან ტრამპზე თავდასხმის თვითმხილველები
დონალდ ტრამპის მოკვლის მცდელობა - თვითმხილველები მომხდარს იხსენებენ. აშშ-ს მოქალაქეები ამბობენ, რომ შენიშნეს საეჭვო პირი, რომელიც შეიარაღებული იყო და ერთ-ერთი შენობის სახურავზე მიცოცავდა. მათი თქმით, შეეცადნენ ამის შესახებ პოლიციისთვისაც ეცნობებინებინათ, თუმცა იმის გამო, რომ სახურავიდა დაშვებლი იყო, სამართდალმცველებმა დამნაშავე ვერ შენიშნეს.
თვითმხილველები მომხდარს "უსაფრთოების მარცხად " აფასებენ.
ჩვენ შევნიშნეთ ბიჭი, რომელიც ჩვენს გვერდზე შენობის სახურავზე ცოცავდა 50 ფუტის მოშორებით . ჩვენ ვცდილობდით, პოლიციისთვის გვენიშნებინა, რომ სახურავზე შეიარაღებული ბიჭი იდგა. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვცდილობდით პოლიციის გაფრთხილებას, მაგრამ , სავარაუდოდ, შენობის სახურავის დახრილობის გამო მათ თავდამსხმელი ვერ დაინახეს. რატომ არ არის საიდუმლოს სამსახური აქ, ყველა ამ სახურავზე? ეს არ არის დიდი ადგილი, ეს არის უსაფრთხოების მარცხი., - ამბობს თვითმხილველი.
მომხდარს იხსენებს კიდევ ერთი თვითმხილველი.
ტრამპისგან დაალხოებით 20 ნაბიჯში ვიდექი. როგორც კი გასროლის ხმა გავიგე, ხალხი მაშინვე ძირს დაწვა. მე არ მინდოდა დაწოლა, ვიდექი, დავინახე მამაკაცი, რომელიც სისხლით იყო ამოთხრვილი, მას არ შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა. ის, რაც იქ ხდებოდა ნამდვილი ქაოსი იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს კაცი მსროლელი იყო, რომელსაც თავის მოკვლა უნდოდა. როდესაც გავაიზრეთ რა მოხდა, შოკში ვიყავით, - ყვება თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.