"გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერა" - მდინარაძე ტრამპზე თავდასხმაზე

14.07.24 15:56
"გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერა" - მდინარაძე ტრამპზე თავდასხმაზე

დონალდ ტრამპზე თავდასხმას, პრემიერის მსგავსად, გლობალური ომის პარტიას უკავშირებს მამუკა მდინარაძეც. ამის შესახებ სახელისუფლები გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა გლობალური ომის პარტიის ხელწერაა. 

გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით!
პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. 
პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!
პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო, - წერს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის. 

ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები