"ორმაგი სტანდარტის ფოიერვერკი" - ზარქუა თავს ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის

14.07.24 16:38
"ორმაგი სტანდარტის ფოიერვერკი" - ზარქუა თავს ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის

სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას "ქართული ოცნება" ისევ თავდასხმით პასუხობს. ირაკლი ზარქუა ევროკავშირს ისევ ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ გამჭვირვალეობის კანონი ევროპის სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრად მოქმედებს.

სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ პარტნიორებს გლობალური ომის პარტიის დაკვეთა აქვთ, რამენიარად შუა დერეფნის პროექტის ჩაშალონ.

კი, მაგრამ, ბატონო სტანო, ამ კითხვას რომ სვამთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ , კაცო, ევრიკავშირის მნიშვნელოვანო ქვეყანამ, საფრანგეთმა ასჯერ უფრო მკაცრი კანონი მიიღო, მათ შორის, ამ უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ ... ეს ორმაგი სტანდარტის ფოიერვერკია., რასაც ვუყურებთ, მაგრამ განა თვითონ ვერ ხვდებიან? მორალს რომ გვიკითხავენ ცენტრალური ევროპის დიდი სახელმწიფოები, მისი ლიდერები, აღმოჩნდა, რომ საერთოდ ლეგიტიმაცია არ გქონიათ  თაივინათ ქვეყნებში. დაკვეთა აქვთ , ჩვენ რასაც ვამბობთ, გლობალური ომის პარტიიდან,  რომელთა ამოცანაცაა, რამენაირად ჩაშალონ ის შუა დერეფნის  პროექტი, სადაც საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ჩართული მსოფლიო  ეკონომიკურ პოლიტიკაში , - ამბობს ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები