"შეცვალეთ საგარეო კურსი" - მწვავე გზავნილები ვაშინგტონიდან

14.07.24 20:09
"შეცვალეთ საგარეო კურსი" - მწვავე გზავნილები ვაშინგტონიდან

 

 

რუსული კანონის მხარდამჭერ ხელისუფლებას სავიზო აკრძალვები შესაძლოა, ევროპის ქვეყნებმაც დაუწესონ. პიტერ სტანო შეზღუდვებს უანონსებს არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ ქართველ დიპლომატებსაც.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტაციის მაღალჩინოსნები დახმარების პროგრამების შეწყვეტაზეც ალაპარაკდნენ. "შეცვალეთ საგარეო კურსი"  - ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ახლა დასავლეთიდანაც ისმის და ევროპიდანაც. 

სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებს "ოცნება" ისევ თავდასხმებით პასუხობს. ივანიშვილის საპარლამენტო გუნდი ამტკიცებს, რომ მათ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით აკრიტიკებენ. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები