"უმწიკვლო რეპუტაცია აქვს" - "ოცნება" არ მალავს, რომ გენპროკურორად გიორგი გაბიტაშვილი სურს

15.07.24 12:18
"უმწიკვლო რეპუტაცია აქვს" - "ოცნება" არ მალავს, რომ გენპროკურორად გიორგი გაბიტაშვილი სურს

დღეს გახდება ცნობილი როდის დაიბარებენ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს. პარლამენტში ბიუროს სხდომა ერთ საათში დაიწყება. დეპუტატები გაბიტაშვილს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მისი კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. 

ის, რომ სწორედ გაბიტაშვილია ხელისუფლების ფავორიტი, "ქართული ოცნება" არც მალავს. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ პროკურორობის კანდიდატს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს და რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან არასდროს ასოცირდებოდა. 

ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება აპოლიტიკური იყო, აბსოლუტურად არანაირი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს  მისი კავშირის რომელიმე  სახელისუფლებოს შტოსთან ან ხელისუფლების  რომელიმე წარმომადგენელთან . ეს ყველაფერი დადასტურდა ცალსახად ამ გასაუბრებების ფონზეც და მთელმა საზოგადოებამ დაინახა , რომ კანდიდატი, რომელიც შეირჩა , არის უმწიკვლო რეპუტაციის და მაღალი  რანგის პროფესიონალი.  ამიტომ, ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას, - ამბობს მიქანაძე.

 

მსგავსი სიახლეები