"ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის"- ბაიდენმა ტრამპზე თავდასხმა კიდევ ერთხელ დაგმო
"ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ჯო ბაიდენი პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობის ნორმალიზება დაუშვებელია და ამერიკული დემოკრატია ადამიანის ბუნების ნაწილია. მისი თქმით, პოლიტიკა არასდროს უნდა იყოს ბრძოლის ან სიკვდილის ველი.
გუშინდელი სროლა დონალდ ტრამპის შეკრებაზე პენსილვანიაში, მოგვიწოდებს, გადავდგათ ნაბიჯი უკან, ავწონ-დავწონოთ სად ვართ, როგორ მივდივართ წინ. ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის, წერტილი. არანაირი გამონაკლისი. არ შეიძლება დავუშვათ ამ ძალადობის ნორმალიზება . უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანის ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასდროს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან ღმერთმა ნუ ქნას, მკვლელობის ველი. უნდა გამოვიდეთ ჩვენ ორმოებიდან, სადაც მხოლოდ მათ ვუსმენთ, ვისაც ვეთანხმებით და სადაც დეზინფორმაცია მძვინვარებს, სადაც უცხოელი აქტორები ანტებენ ჩვენი დაყოფის ცეცხლს, რათა შექმნან შედეგები, რომლებიც შეესაბამება არა ჩვენს, არამედ მათ ინტერესებს, - ამბობს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 4 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.