უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა

15.07.24 12:07
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და წერს, რომ იაშვილი ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც დაჭრის შემდეგ მკურნალობდნენ.

„დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა“, - დაწერა ნადირაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.

უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები