"რწყილები კბენენ" - "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება
პროტესტის მეოთხე დღე ევოლუშენ ჯორჯიაში - აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიაში გაფიცვა არ წყდება. ხუთასზე მეტი ადამიანი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის ღირსეულ პირობებს ითხოვს, მაგრამ ადმინისტრაცია ჯერ დათმობაზე არ მიდის.
თანამდებობებზე რჩებიან ის მენეჯერებიც, რომლებიც თანამშრომლებმა უფლებამოსულების გადამეტებაში ამხილეს.
ევოლუუშენ ჯორჯიაში დასაქმებულები ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიაში სანიტარული ზონები დაცული არ არის.
გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.
უკვე მეოთხე დღეა, რაც მიმდინარეობს გაფიცვა, მაგრამ არავინ გამოსულა, ან რამე მოლაპარაკება იყოს. არავინ გამოსულა, ზემოდან გვიყურებენ, თითქოს თეატრი იყოს. იმის ნაცვლად, რომ მენეჯმენტის წარმომადგენლები, გამოვიდნენ დაელაპარაკონ გაფიცვის ნებისმიერ ორგანიზატორს, იპარებიან უკანა კარიდან. რწყილისგან დაკბენილები, ფოტოები რომ მუნი დაემართა და რწყილები კბენენ. სერიოზული დეზინფექცია უნდა ამას, არ ყოფნის ამას ერთი-ორი საათი და ამას უნდა კარგი დეზინფექცია და მერე განიავება ერთი დღე, მაგრამ აქ არ კეთდება,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
ეშინიათ ჩვენთან გამოსვლა და უკანა კარიდან სარგებლობენ, მართალ ადამიანს არაფრის არ შეეშინდება და არავის დაემალება. ყოველდღიურად გვიწევდა ფორმის გარეცხვა, იმიტომ, რომ პირველივე წუთიდან, როცა დაჯდებოდი მაგიდაზე ისეთი მტვრიანი იყო, რომ ჭუჭყიანდებოდა ტანსაცმელი,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.