რუსულ დავალებას შევასრულებთ თუ დავრჩებით ხელისუფლებაშიო, ანუ გავაუქმებთ ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე კონსტიტუციიდან - სამადაშვილი
"პირველ ჯერზე, რუსული დავალება ვერ შევასრულეთო, ევროკავშირმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა და მაინც მოგვცა კანდიდატის სტატუსიო და ახლა შევასრულებთ თუ დავრჩებით ხელისუფლებაშიო, ანუ გავაუქმებთ ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე კონსტიტუციიდან," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი საუბრობს.
სამადაშვილი იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც რუხაძემ კონსტიტუციაში 78-ე მუხლის ჩანაწერს "სისულელე" უწოდა. სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციაში ჩანაწერის შეცვლასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელად ემზადება.
რუსული კანონის მიღების ერთ-ერთი ამოცანა რა იყო, რომ ევროკავშირს ვერ დაეწყო გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, იძულებული გამხდარიყო, რომ გაეკეთებინა განაცხადი, რაც მოვისმინეთ ჩვენ ევროკავშირისგან, რომ შეწყვეტილია, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრიანება, შეწყვეტილიყო ფინანსური დახმარება, ანუ შესრულებულიყო რუსული დავალება და ამას გულისხმობს რუხაძე, რომ პირველ ჯერზე, რუსული დავალება ვერ შევასრულეთო, ევროკავშირმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა და მაინც მოგვცა კანდიდატის სტატუსიო და ახლა შევასრულებთ თუ დავრჩებით ხელისუფლებაშიო, ანუ გავაუქმებთ ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე კონსტიტუციიდან და ესეც არ არის აუცილებელი, იმიტომ, რომ შეუძლია ქვეყანას ნებისმიერ დროს უარი თქვას კანდიდატის სტატუსზე და გაწევრიანებაზე და ქართული ოცნება, როგორც ჩანს, ამისთვის ემზადება,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის ამოღებას - სამთავრობო პროპაგანდამ პარლამენტის მიღებული მთავარი კანონის კრიტიკა დაიწყო. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.