თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გამოდის, რომ იმპიჩმენტის ლეგიტიმაციას აღიარებს - პაპუაშვილი პრეზიდენტზე
სალომე ზურაბიშვილის გადაქყვეტილებამ, რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, "ოცნება" გააბრაზა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით, პრეზიენტი, ფქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს და მისივე იმპიჩმენტის ლეგიტიმაციას აღიარებს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის არც მორალური და არც კონსტიტუციური სტანდარტი არ გააჩნია, ამიტომ უნდა გადადგეს.
თუკი აპირებს, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. ამიტომ, მას რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი , რაც ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უნდა გააჩნდეს, უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან. ჩვენ ვნახეთ, გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა, იკადრა ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს „სამარცხვინოები“ ეძახა იმის გამო, რომ არ ეღიარებინა ის გადაწყვეტილება და დღეს ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს ახლა სამართლის საძიებლად. ეს არის საერთო ჯამში, სახე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის - ამბობს პაპუაშვილი.
რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.