როგორ ჩანს, (ივანიშვილი) ფიქრობს, რომ აშშ-ის, ევროკავშირს აშანტაჟებს - მეზვრიშვილი
"როგორ ჩანს, ის ფიქრობს, რომ აშშ-ის, ევროკავშირს აშანტაჟებს", - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი საუბრობს და ივანიშვილის შესაძლო განზრახვებს ეხმნაურება.
მაშინ, როცა იმედის მფლობელი ღიად ამბობს, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი სისულელეა, მეზვრიშვილი ვარაუდობს, რომ ირაკლი რუხაძე ივანიშვილის განზრახვებს ახმოვანებს ზუსტად ისე, როგორც ამას "ხალხის ძალა" აკეთებს.
ივანიშვილმა შექმნა ხალხის ძალა და ამ დეპუტატების პირით ელაპარაკებოდა საზოგადოებას. მას არ ჰქონდა იმის გამბედაობა, რომ გამოსულიყო და ხალხისთვის პირდაპირ ეთქვა, რომ მე ვცვლი ქვეყნის ევროპულ კურსს, ახლაც იგივეს აკეთებს, დააფუძნა რაღაც პლატფორმა და ამ ადამიანების მეშვეობით ელაპარაკება საზოგადოებას, რომ აი, თითქოს ჩვენ სხვა არჩევანი გვაქვს დასავლური კურსის გარდა და თითქოს ევროინტეგრაცია არ არის ერთადერთი არჩევანი, თითქოს ეს რაღაც დოგმაა და ჩვენ უნდა ნეიტრალობაზეც ვფიქრობდეთ. ამით როგორ ჩანს, ის ფიქრობს, რომ აშშ-ის, ევროკავშირს აშანტაჟებს,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის ამოღებას - სამთავრობო პროპაგანდამ პარლამენტის მიღებული მთავარი კანონის კრიტიკა დაიწყო. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.