ჩვენი მოქალაქეები სწორედაც რომ დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას ოქტომბერში - კორძაია

15.07.24 13:25
ჩვენი მოქალაქეები სწორედაც რომ დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას ოქტომბერში - კორძაია

"დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ირაკლი რუხაძისნაირი ადამიანები წყვეტენ, ეს უნდა ეწეროს თუ არა კონსტიტუციაში და საერთოდ სისულელეა თუ არა კონსტიტუცია", - ასე ეხმაურება თამარ კორძაია იმედის მფლობელის სკანდალურ ინტერიუს.

"იმედის" მფლობელი ღიად ამბობს, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი სისულელეა. კორძაია კი შეახსენებს ყველას, რომ კონსტიტუცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სახელმწიფოსთვის.

კონსტიტუცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ყველა სახელმწიფოში, რომლის შესრულებისთვისაც იბრძვიან მოქალაქეები და ჩვენი მოქალაქეები სწორედაც რომ დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას ოქტომბერში,“ - ამბობს თამარ კორძაია.

აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის ამოღებას - სამთავრობო პროპაგანდამ პარლამენტის მიღებული მთავარი კანონის კრიტიკა დაიწყო.  ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები სისულელეა.  საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.

მსგავსი სიახლეები