კვლევითაც დადასტურდა დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელშიც არა მხოლოდ ენჯეოები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული - პაპუაშვილი

15.07.24 13:34
კვლევითაც დადასტურდა დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელშიც არა მხოლოდ ენჯეოები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული - პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დონორებზე თავდასხმას აგრძელებს - გივი მიქანაძის შემდეგ მესამე სექტორზე იერიში პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიტანა.

პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები გაუმჭვირვალეა. 

ამ კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, მათ შორის ამაში არა მხოლოდ ენჯეოები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენც მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ცნობილია ხალხისთვის და ა.შ., და აი, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ მათი 80 პროცენტის არც ვიცით, გრანტი საერთოდ რამდენია, 70 პროცენტში არ ვიცით, ვინ არის დონორი მათი, 97 პროცენტში, რომ ამბობენ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, წლის განმავლობაში რა გააკეთეს ამ საზოგადოების სასარგებლოდ,“ - ამბობს პაპუაშვილი.

"ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხნის წინ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევა წარადგინეს. ივანიშვილის გუნდმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე 474 არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა შეისწავლა.

მსგავსი სიახლეები