ბოლო შანსია, დაადასტურონ, რომ ბოლომდე არ აიღეს ხელი სინდისზე - სამადაშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ნამდვილად ბოლო შანსია, რომ დაადასტურონ, რომ ბოლომდე არ აიღეს ხელი სინდისზე, - ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილის პრეზიდენტის მიერ რუსული კანონის გასაჩივრებას.
ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეებს საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად მოუწევთ. სამადაშვილი მათ ურჩევს, იმოქმედონ კანონით და არა პოლიტიკური მითითებებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ნამდვილად ბოლო შანსია, რომ დაადასტურონ, რომ ბოლომდე არ აიღეს ხელი სინდისზე, ბოლომდე არ აწერენ ხელს სახელმწიფოს ღალატს. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და მათ შორის ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ პასუხისმგბელობის აღება ამ გადაწყვეტილებაზე, რასაც მიიღებენ . ამიტომ, მათ შეუძლიათ იხელმძღვანელონ კანონით და არა პოლიტიკური მითითებით, რომელსაც მიიღებენ და ამ შემთხვევაში, ცხადია, მე გამოვრიცხავ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას გარდა იმისა, რომ ეს კანონი ჩაითვალოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, - ამბობს სამადაშვილი.
რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.