საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გასაჩივრებას ოპოზიციაც გეგმავს
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გასაჩივრებას ოპოზიციაც გეგმავს. ამის შესახებ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაია იმედოვნებს, რომ სასამართლო პასუხისმგებლობას აიღებს და სარჩელს დროულად განიხილავს.
თვის ბოლო ჩვენს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22 მუხლის დარღვევა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78 მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა , რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი, - ამბობს თამარ კორძაია.
რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.