პროკურატურის წარმატებები მისი დამსახურებაცაა - პაპუაშვილი გაბიტაშვილზე

15.07.24 14:02
პროკურატურის წარმატებები მისი დამსახურებაცაა - პაპუაშვილი გაბიტაშვილზე

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს პროკუტურა და პროკურორები მიუკერძოებლები არიან და საზოგადოებისგან მადლობასაც იმსახურებენ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მთავარი პროკურატურის წარმატებულად მუშაობაში დიდი წვლილი გიორგი გაბიტაშვილსაც მიუძღვის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მმართველი პარტია ამ კანდიდატის მიმართ პიზიტიურად არის განწყობილი. 

ერთადერთი, აგენტურას სადაც ვხედავთ, ეს არის ოპოზიციაში, სადაც ჯამში, ვხედავთ, რომ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მოქმედებს არა ქართველი ხალხის, არამედ  უცხო ჯგუფების დავალებით. საქართველოს პროკურატურის სისტემა და პროკურორები  იმსახურებენ მხოლოდ შექებას და მადლობას ქართველი ხალხისგან და საქართველოს  პარლამენტისგან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  კანდიდატურაზე, რომელიც ამ სისტემაში გენპროკურორის მოადგილე იყო, თავისთავად, ეს წარმატებები,  მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა. ამიტომ, ეს ბუნებრივი არის, რომ გვაქვს პოზიტიური განწყობა  ამ კანდიდატის მიმართ, - ამბობს პაპუაშვილი.

დღეს გახდება ცნობილი როდის დაიბარებენ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს. პარლამენტში ბიუროს სხდომა ერთ საათში დაიწყება. დეპუტატები გაბიტაშვილს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მისი კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.  

მსგავსი სიახლეები