პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართავს და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა.
საკონსტიტუციო სარჩელით პრეზიდენტი ითხოვს, აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნულ კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლიტაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს, აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.