"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნები უკვე წააგო და ამიტომ ახლა ისტერიკაშია - ნათია მეზვრიშვილი
"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნები უკვე წააგო და ამიტომ ახლა ისტერიკაშია, - ასე პასუხობენ გახარიას გუნდში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს. მმართელი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ გახარიამ ისიც, რომ არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული, ამიტომ ახლა ალიანსის შექმნას "ლელოსთან" ცდილობს.
ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს იკადრებს, თუმცა მათ ამ ქმედებებზე რეაგირება არ ექნებათ.
იციან, რომ ამ ხალხმა არჩევნები წააგო უკვე. ამ ხალხმა არჩევნები წააგო, როესავ რუსული კანონი მეორედ დააინიცირა და ქუჩაში ხალხი გამოვიდა. მათი მთავარი საზომი იყო „ოცნების“ პრემიერი და ეს არ იყო მარტო ცალკე აღებული კობახიძე, როდესაც სცენაზე ავიდა და ხალხმა სცენიდან ჩამოაგდო. ეს ყველაფერი ხომ შიგნით ძალიან კარგად იციან და ამით არის ეს პანიკა გამოწვეული, ეს ისტერიკა და ამ ისტერიკას კიდევ უფრო მძიმე ფორმებში ექნება გამოვლინებები. ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს შევხვდებით მშვიდად, წყნარად, არც არაფრის გვეშინია, არც ისტერიულ გამპვლინებებზე არ ვაპირებთ რეაგირებას, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.