"გახარია სწორად იქცევა" - რომან გოცირიძე

15.07.24 15:35
"გახარია სწორად იქცევა" - რომან გოცირიძე

"ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ გახარიას გუნდის "ლელოსთან" აგერთიანება სწორი გადაწყვეტილება იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ნაბიჯი არჩევნებზე პარტია "საქართველოსთვის" მომგებიანი იქნება.

ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური ბლოკის შექმნა არასწორი იქნება, რადგან ერთ-ერთი ბლოკი აუცილებლად ბარიერს მიღმა დარჩება, რაც მხოლოდ "ოცნების" ნიადაგზე დაასხამს წყალს. 

გახარია იქცევა სწორად. თავიდან შესაძლებელია იყო საარჩევნო პროპაგანდა ან ილუზიებში იყო ჩაფლული, რომ რისკავდა მარტო გასვლას. მან დაინახა, რომ სჭირდება გაძლიერება და ამ შემთხვევაში, ასპროცენტიანი მოძლიერების ფაქტორად მან ჩათვალა „ლელო“ და აბსოლუტურად ლოგიკურად. გაცილებით მეტი იკარგება ცალ-ცალკე გასვლით, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში. გაერთიანება არის ნაკლებად დამაზიანებელი, ვიდრე ცალკე გასვლა. თუკი 4 ბლოკი ცალკე გავიდა, ძალიან დიდი შანსია, რომ აქედან ერთი ვერ გავა, ერთი ვერ გადალაავს ბარიერს, რაც ფაქტობრივად, დამარცხების ტოლფასია, - აბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები