შეცვლის თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლს "ოცნება"? - რას აცხადებენ მმართველ გუნდში
"ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილი ირაკლი რუხაძის განცხადებას ემიჯნება - ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამ ეტაპზე არ აპირებს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას. ამ პირობას პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრი მიქანაძე დებენ.
ქართული ოცნება არის ავტორი ამ ჩანაწერისა და ამ განაცხადის. ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილი არის პოლიტიკური გეზი, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, ის, რომ საქართველო დამკვიდრდეს სრულად ევროკავშირის სივრცეში, ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ამ შეფასებას. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, ის არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, ის კონსტიტუციური ჩანაწერითაც არის ნათელი,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
პატივს ვცემთ, რადგანაც მას ასეთი მოსაზრება აქვს, თუმცა კატეგორიულად ვემიჯნებით იმას, რომ 78-ე მუხლის ჩანაწერი რაიმე ფორმით შეიძლება გადაიხედოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ისტორიული მიზანი,“ - ამბობს გივი მიქანაძე.
თბილისის მერი აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თვლიდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს.
ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, სუვერენიტეტისთვის, პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით, არსებობენ ასეთი ადამიანები, ეს მათი დამოკიდებულებაა. ჩვენ ახლა რა გვინდა, თუ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაშინ უნდა მივცეთ ყველა აზრს არსებობის უფლება,“ - ამბობს კალაძე.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.