ივანიშვილი ტესტავს იდეას, რომ საერთოდ უარი ითქვას ნატოზე, ევროკავშირზე - ხიდაშელი

15.07.24 17:22
ივანიშვილი ტესტავს იდეას, რომ საერთოდ უარი ითქვას ნატოზე, ევროკავშირზე - ხიდაშელი

"ივანიშვილი ტესტავს იდეას, რომ საერთოდ უარი ითქვას ნატოზე, ევროკავშირზე," - ეს შთაბეჭდილება დარჩა თინა ხიდაშელს იმედის მფლობელის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.

როცა ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი სისულელეა, ხიდაშელი თვლის, რომ ის იმ დავალებას ასრულებს, რაც დაავალეს.

საერთოდ სანქციებშიც კი არის, როგორც თავად პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ტესტავს იდეას, რომ საერთოდ უარი ითქვას ნატოზე, ევროკავშირზე. რა თქმა უნდა, ის არის ივანიშვილის გამხმოვანებელი, სიტყვა-სიტყვით ამბობს იმას, რა დავალებასაც აძლევენ. ის უბრალოდ გამტარია - უთხრეს - გაატარა, ის აღვივებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს საქართველოში და ეს არის სამარცხვინო. თუ ის გულწრფელია თავის განცხადებებში, დახიოს თავისი ამერიკული და ბრიტანული მოქალაქეობის პასპორტები და ისე გველაპარაკოს ამ მაღალი სიმაღლეებიდან,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ. 

მსგავსი სიახლეები