ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება - კალაძე რუხაძის განცხადებაზე
"ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება," - ასე პასუხობს თბილისის მერი იმედი მფლობელის სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
თბილისის მერი აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თვლიდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს.
არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, სუვერენიტეტისთვის, პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით, არსებობენ ასეთი ადამიანები, ეს მათი დამოკიდებულებაა. ჩვენ ახლა რა გვინდა, თუ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაშინ უნდა მივცეთ ყველა აზრს არსებობის უფლება,“ - ამბობს კალაძე.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ.