არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე?

15.07.24 17:40
არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა - რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე?

უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში - ეს კომისია, როგორც წესი, ყველა არჩევნების წინ იქმნება, რათა საარჩევნო დავები შეისწავლოს. 

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამთავრობო უწყების და პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ამბობს, რომ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ.

როგორც ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილესთან ჰქონდა კითხვები ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

იუსტიციის მინისტრს მაღალფარდოვანი მოწოდებები აქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ნიშნავს იმას, რომ რაც ჩადენილია ძალადობა, უნდა გამოძიებული იქნეს, იმიტომ, რომ მარტივად ნდობა გაჩნდეს ადამიანის და არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად. სამწუხაროდ, მინისტრის მოადგილეს დარახველიძეს არ ჰქონდა პასუხები ძალადობის გამოძიებასთან დაკავშირებით. მან მოითხოვა კონკრეტული ქეისები, რაც ტელევიზიაში ბევრად არის, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არ ჰქონდა პასუხები,“ - ამბობს დონაძე.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საჯარო მოხელეების დარღვევების პრევენციისთვის შეხვედრებზე იმსჯელებენ.

დარწმუნებული ვარ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომ ეს შეხვედრები უზრუნველყოფს ამ საბჭოს მთავარ მიზანს, პრევენცია აღმოფხვრილი იყო საჯარო მოხელეების დარღვევების, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მოკლე პრეზენტაცია და შევთანხმდით, რომ ყოველი შემდგომი შეხვედრის დროს, გვექნება მნიშვნელოვან სიახლეებზე საუბარი,“ - ამბობს გიორგი შარაბიძე.

მსგავსი სიახლეები