მიეცით ქვეყანას ჟანგბადი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყოფილ კოლეგებს

15.07.24 17:52
მიეცით ქვეყანას ჟანგბადი -  საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყოფილ კოლეგებს

"შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ვერ ხედავდნენ, ვერ აანალიზებდნენ, ვერ გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, რომ რუსული კანონი ქვეყნის მომავალს კლავს" - ამ განცხადებას "პირველებთან"  საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე აკეთებს.

ერემაძის თქმით, მის ყოფილ კოლეგებს ახლა ისტორიული შანსი აქვთ, ქვეყნის ისტორია გადაარჩინონ და ქვეყანას ჟანგბადი მისცენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აღნიშნავს, რომ ყველა ის  არგუმენტი, რომელიც შესაძლოა, საქმის გასაჭიანურებლად მოსამართლეებმა მოიყვანონ, ისტორიის წინაშე დაშვებული შეცდომა იქნება. 

ერემაძის განცხადებით, ახლა თითოეული მოსამართლე ქვეყნისა და საკუთარ მომავალს ერთდროულად წერს.

ეს საქმე, რუსული კანონის საქმე, არის სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული როგორიც სასამართლოს არ ჰქონია შექმნის დღიდან 28 წლის განმავლობაში.

ეს საქმე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი იმიტომ, რომ ეს კანონი ძალადობს ამ ქვეყნის ისტორიაზე, მან დაამუხრუჭა აწმყო; დრომ დაკარგა მოქნილობა, ყველა დღე წინა დღეს გავს და ის ამით კლავს ამ ქვეყნის მომავალს.

ეს საქმე არის კარიბჭე ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და საბჭოთა ჭაობს შორის.

შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამას ვერ გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, ამ პრობლემას სრული მაშტაბით. დღეს ამ მოსამართლეებს, როგორც სხვა არცერთ მოსამართლეს ამ სასამართლოში აქვთ ისტორიული შესაძლებლობა მისცენ ჟანგბადი ამ ქვეყანას, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არ წაართვან ეს შანსი და არ გაფლანგონ ეს ისტორიული შესაძლებლობა; შეუწყონ ხელი ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

ვერც შვებულება, ვერც მივლინება, ვერც კლინიკებში გამაჯანსაღებელი პროცედურები, ვერაფერი ვერ გაამართლებს დღეს სასამართლოს, რომ მათ მიაგნონ თუნდაც ფორმალურად რამე არგუმენტს, რომელიც გაამართლებს თავშეკავებულ პოზიციას.

სასამართლო და ინდივიდუალურად ყველა მოსამართლე საკუთარი გადაწყვეტილებით და პოზიციებით წერს საკუთარ ბიოგრაფიას.

 გარდა იმისა, რომ ისინი პერსონალურადაც მსხვერპლები არიან და მოსარჩელეები არიან ამ საქმისა, პირადი ავტორიტეტის, რეპუტაციის და საკუთარი მომავლის საქმეს წყვეტენ დღეს. აქ ერთმანეთის გადარწმუნების საკითხი არ არის, საკუთარ თავთან ბრძოლის და საკუთარ თავთან გამარჯვების საქმე არის და მხოლოდ ამას ვუსურვებ სასამართლო"- განაცხადა ირემაძემ. 

რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ცნობილია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საჩივარს წარმოებაში მიიღებს, ზურაბიშვილის ინტერესებს ეკა ბესელია დაიცავს. იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ საქმის განხლვის გადასადებად ზაფხულის პერიოდი არ უნდა მოიმიზეზოს, რადგან ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მთელი ქვეყანა ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

მსგავსი სიახლეები