NATO "ოცნებას" მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეფორმები დააჩქაროს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "ქართულ ოცნებას" რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს - როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა წერს, საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს".
კოლომინა სოციალურ ქსელ "X"-ზე იმასაც წერს, რომ ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს.
ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია და მის მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს“, - წერს ხავიერ კოლომინა X-ზე.