ბრძოლა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ - დგას თუ არა ივანიშვილი ბიზნესმენის სკანდალური განცხადების უკან?

15.07.24 20:08
ბრძოლა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ - დგას თუ არა ივანიშვილი ბიზნესმენის სკანდალური განცხადების უკან?

წავა თუ არა ქართული ოცნება ბოლომდე ვა ბაკზე? -  არ არის გამორიცხული, კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი ამოიღონ. ის რასაც ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ არ ამბობს, ახმოვანებს მისი უახლოესი გარემოცვა. "სისულელე" - ასე მოიხსენიებს ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ამბობს, რომ  კანდიდატის სტატუსს საქართველოო არ იმსახურებდა და მაინც მოგვცეს. 

 ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება კი  რეალურად სადამსჯელო ოპერაცია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. გაახმოვანა თუ არა ბიზნესმენმა  ოლიგარქის ჩანაფიქრი. ის რასაც ვერ იტყოდა ვერც ივანიშვილი და ვერც მისი გუნდი თქვა  რუხაძემ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი ჩრდილიდან ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს და ამისთვის კონსტიტუციაში ქვეყნისთვის  რადიკალურ  ცვლილებებს გეგმავს.

ბრძოლა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები