სისტემის დამოუკიდებლობის სამი გზა - რა გეგმებით მიდის წიქარიშვილი იუსტიციის საბჭოში
თუ სასამართლო აღიარებს, რომ სისტემას კლანი მართავს შესაძლებელია მისი გაჯანსაღება - იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი სისტემის დამოუკიდებლობის სამ გზას ხედავს. მათ შორის ვეტინგს, ანუ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შესწავლას. თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ არანაირი შემოწმება არ იქნება და ევროკავშირის მოთხოვნებს იშველიებს. პრეზიდენტის განკარგულებით კახა წიქარიშვილი დღეიდან იუსტიციის საბჭოს წევრია.