ოპოზიციის გაერთიანების შიში - ვინ და რატომ გახდა "ოცნების" მორიგი სამიზნე?
ოპოზიციის გაერთიანების შიშით შეპყრობილი "ოცნება" - ახლა ხელისუფლების სამიზნე იმ პარტიებზეა გასწორებული, რომელთა შესაძლო გაერთიანებაზე ოლიგარქის გუნდში ეჭვები აქვთ. საუბარია გახარიას და ლელოს ალიანსზე. გახარია ხუთ-პროცენტიან ბარიერს ვერ ლახავს და ამიტომ მზად არის, "ლელოს" შეეკრას - ეს არის დღეს "ოცნების" დამუშავებული გზავნილი. ცდილობენ, დააკნინონ ორივე პარტია და წარსულ დაპირისპირებას უხსენებენ. მიზანი კი ერთია - მთავარია კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება არ შედგეს.