საქმე გვაქვს პოლიტიკურ იდიოტიზმთან, სახელმწიფოს მასხარები და შეურაცხადები მართავენ - გეგელია
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს "მასხრებს", "ცინიკოსებს" და "შეურაცხადებს" უწოდებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში "ქართულ ოცნებას" ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
გეგელია პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართველი ხალხი არათუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას, არამედ საკუთარ სამშობლოს კარგავს.
საქმე გვაქვს პოლიტიკური იდიოტიზმის და კონსპიროლოგიის მომაკვდინებელ ნაზავთან. პრობლემა არის იმაში, რომ ეს ადამიანები, ეს მასხარები მართავენ სახელმწიფოს. ყველამ იცის, რომ ესენი რუსეთს ემსახურებიან, ეკონომიკა დააქციეს, ასევე ყველამ იცის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არათუ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა, არამედ ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების არავითარი პერსპექტივა აღარ დარჩა. პრობლემა არის იმაში, რომ ეს ცინიკოსები და შეურაცხადები დღეს მართავენ ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ 26 ოქტომბერი უნდა იყოს ბოლო დღე, როდესაც ამ ტოქსიკური აზრების ადამიანები მართავენ ჩვენს სახელმწიფოს", - ამბობს გეგელია.